15:23 | 2020-10-03 ავტორი: Prime Time

კორონავირუსი დაუდასტურდა მოსწავლეს, რომელიც იზოლაციის ნაცვლად, სკოლაში დადიოდა

კორონავირუსი დაუდასტურდა მოსწავლეს, რომელიც იზოლაციის ნაცვლად, სკოლაში დადიოდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში. კოვიდინფიცირებულია მესამე კლასის მოსწავლე, რომელიც სკოლის დირექტორის განმარტებით, უნდა ყოფილიყო თვითიზოლაციაში, კვირის ბოლო დღეს სკოლაში იმყოფებოდა.

 

„გიდასტურებთ, რომ ჩვენს მოსწავლეს გამოუვლინდა კორონავირუსითვითოზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, მშობელმა ბავშვი მოიყვანა სკოლაში. ეს კლასი დამხმარე შენობაშია განთავსებული და ასევე ყველა ზომა იყო დაცული, ვფიქრობ, რომ გავრცელების რისკი მინიმალურია. კლასი გადავიდა თვითიზოლაციაში, თუმცა, სკოლა გადავა თუ არა მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე, ჯერჯერობით არ ვიცით, ველოდებით ჯანდაცვისა და სამინისტროს რეკომენდაციებს“ – აცხადებს „პრაიმტაიმნიუსთან“ სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ.

 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი I-VI კლასი მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს დაიწყო.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X