12:52 | 2020-11-03 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსი განათლების მინისტრის ოჯახის წევრს დაუდასტურდა

კორონავირუსი განათლების მინისტრის ოჯახის წევრს დაუდასტურდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

ავტორი: თამთა თორდია

X