16:14 | 2020-12-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

კორონავირუსი იმუნიტეტს ყველა ადამიანში არ ტოვებს – ნახეთ, რას ურჩევს ვირუსგამოვლილებს თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსი იმუნიტეტს ყველა ადამიანში არ ტოვებს – ნახეთ, რას ურჩევს ვირუსგამოვლილებს თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმტოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განხცადებით, ზოგადად ითვლება, რომ კორონავირუსი იმუნიტეტს ყველა პაციენტში არ ტოვებს და ამის 100%-იანი გარანტია არ არსებობს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „დღის შოუში“ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც ცერცვაძე ამბობს, იმუნიტეტის დატოვება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სირთულით გადაიტანს ადამიანი ვირუსს. ამასთან, ცერცვაძე ყველა ვირუსგადატანილს მაინც ურჩევს პირბადის ტარებას, რადგან, შესაძლოა ისინი ვირუსის მექანიკური გადამტანები იყვნენ.

 

საქართველომ ე.წ. პიკი გაიარა! - გიორგი ფხაკაძე
2020-12-21საქართველომ ე.წ. პიკი გაიარა! - გიორგი ფხაკაძე

 

„შეიძლება, პაციენტს მყარი იმუნიტეტი დარჩეს, ან ნაწილობრივ სუსტი იმუნიტეტი და შეიძლება, საერთოდ არ დარჩეს. ის, ვისაც საერთოდ არ დარჩება იმუნიტეტი, რეინფიცრების კანდიდატია, ხოლო მათ, ვისაც იმუნიტეტი დარჩებათ, და ასეთია დიდი უმრავლესობა, მათ ვირუსი არ უნდა დაემართოთ. რაც შეეხება პერიოდს, რა დროის განმავლობაშიც იმუნიტეტი იცავს ადამიანს ხელახალი ინფიცრებისგან: სახელდება თვეების სხვადასხვა რაოდენობა, მაგრამ სამი თვით მაინც იცავს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X