
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპისთვის იმის თქმა, რომ კორონავირუსი მკვლელია, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც დირექტორი ამბობს, მთავარია მიზანმიმართული მკურნალობა.
„ის აზრი, რომ კორონავირუსი მკვლელია, ამ ეტაპისთვის სიმრთელეს არ შეესაბამება.
თუ მიზანმიმართულად უმკურნალებთ და პაციენტიც ხელს შეგვიწყობს, აუცილებლად ყველა განიკურნება. ამ უმარტივესს ნუ გამოვიყენებთ ფსიქოლოგიური ტერორის როლში, ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენაზე“,- განცხადა ლევან რატიანმა.
დღეს, ლევან რატიამა კლინიკაში მოთავსებული პაციენეტების შესახებ რამდენიმე სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით, ყველაზე კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.






















