
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსი პერლ-ჰარბორზე და 11 სექტემბრის ტერაქტებზე უარესია.
„ჩვენ ყველაზე დიდი თავდასხმა გადავიტანეთ, რომელიც ოდესმე ჩვენს ქვეყანაზე ყოფილა. ეს ყველაზე საშინელი თავდასხმაა, რომელიც გვქონია.
ეს პერლ-ჰარბორზე და მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე უარესია. ამგვარი თავდასხმა არასდროს ყოფილა” – აცხადებს ტრამპი.
მისივე თქმით, მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების მასშტაბისა, ხალხი სამსახურში უნდა დაბრუნდეს“.
„ხალხს სახლში ვერ დავსვამთ. ამას ჩვენი ქვეყანა ვერ აიტანს. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, შეიძლება, ვირუსი დაბრუნდეს და უფრო სუსტი იყოს, ან ძლიერი, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ,“ – განაცხადა ტრამპმა.






















