21:12 | 2020-05-05 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში – რა მაჩვენებელი აქვს საქართველოს

კორონავირუსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში – რა მაჩვენებელი აქვს საქართველოს

საინტერესო ტენდენციაა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კოვიდ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ვიმსჯელოთ, რომელი ქვეყანა უკეთ ებრძვის კორონავირუსს და რომელი უარესად – ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

 

როგორ ის წერს, რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის ლეტალობის პროცენტი ყველაზე მაღალია ესტონეთში (3.21%), ხოლო ყველაზე დაბალია უზბეკეთში (0.46%).

 

საქართველოში ეს მაჩვენებელი 1.49%-ია.

 

„მაგალითად, რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის ლეტალობის პროცენტი ყველაზე მაღალია ესტონეთში (3.21%), ხოლო ყველაზე დაბალია უზბეკეთში (0.46%).

 

საქართველოში ეს მაჩვენებელი 1.49%-ია და აღემატება შემდეგ ქვეყნებს: აზერბაიჯანი, ბელარუსი, რუსეთი და შუა აზიის ქვეყნები.

 

ანუ სიკვდილის პროცენტით ამ ქვეყნებს ჩვენზე უკეთესი სტატისტიკა აქვთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში საშუალოდ ეს მაჩვენებელი 6.9%-ია.

 

რაც შეეხება მილიონ მოსახლეზე შემთხვევათა საერთო რაოდენობას, ყველაზე მაღალია ბელარუსში (1851).

 

საქართველოში ეს მაჩვენებელია 151 და აღემატება ისევ შუა აზიის ქვეყნების მაჩვენებლებს.

 

ანუ მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებია ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ.

 

მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით ლიდერობს ესტონეთი (41).

 

საქართველოში ეს მაჩვენებელი უდრის 2-ს და ამ მხრივაც ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში მხოლოდ შუა აზიის ქვეყნები არიან.

 

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, საუკეთესო სტატისტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველა პარამეტრით აქვს შუა აზიის ქვეყნებს, ხოლო ყველაზე უარესი ესტონეთს, გარდა შემთხვევათა საერთო რაოდენობისა, რომელიც ყველაზე მაღალი აქვს ბელარუსს.

 

ამ ფონზე გასაკვირია ბელარუსში გარდაცვლილთა ასეთი დაბალი პროცენტი – 103 გარდაცვლილი 17 489 შემთხვევიდან (ბევრად ნაკლები, ვიდრე საქართველოში)“, – წერს მაია ბუწაშვილი.

 

შეგახსენებთ, 5 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებული კი 240 ადამიანია.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

ავტორი: თამთა თორდია

X