16:04 | 2020-04-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

კორონავირუსი სამყაროს უკეთეს ადგილად გადააქცევს – ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი

კორონავირუსი სამყაროს უკეთეს ადგილად გადააქცევს – ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი

მაშინ, როდესაც ახალი წლის ღამეს მსოფლიო ახალ დასაწყისს ზეიმობდა და გეგმებს აწყობდა, გაურკვეველი წარმოშობის ვირუსის გავრცელების შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩინეთიდან სამწუხარო ინფორმაცია მიიღო.

 

ჩვენთვის ახლა ამ ვირუსის სახელი ყველასთვის ცნობილია – ეს CoViD-19 – ია.

 

ვირუსმა უამრავი ადამიანის ინფიცირება და გარდაცვალება გამოიწვია. დროებით ყველაფერმა მუშაობა შეწყვიტა.

 

თუმცა, მიუხედავად ამისა, ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური ისტორიის პროფესორი, პიტერ პრანკოპანი საზოგადოებას კორონავირუსის ეპიდემიის დადებითი მხარეების დანახვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ mirror წერს.

 

როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ მის დადებით შედეგებს აუცილებლად დავინახავთ.

 

 

რა გვასწავლა კორონავირუსის ეპიდემიამ

 

პირველი, რასაც CoViD-19-სგან ვისწავლით არის ის, რომ ჩვენ ამ ყველაფრის შემდეგ მსგავს ვითარებაში აღარ აღმოვჩდებით.

 

შტატებს შორის კომუნიკაციამ და მუდმივმა თანამშრომლობამ გვასწავლა, რომ როდესაც პრობლემა ჩნდება, მასზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო, რათა ის ისე არ გამწვავდეს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა.

 

რაც გაერთიანებულ სამეფოში ჩვენ დაგვიანებით გავაკეთეთ.

 

ჩვენი ამჟამინდელი ტკივილი და გამოცდილება მომავალში, როცა მსგავსი რაღაც კვლავ მოხდება, ძალიან ბევრ სიცოცხლეს იხსნის.

 

სასუნთქი აპარატების, სპეციალური დამცავი ტანსაცმლისა და სხვა საჭირო აღჭურვილობის რაოდენობის არასაკმარისი რაოდენობა, ადგილობრივი სამედიცინო განყოფილებებისთვის გაკვეთილია იმისთვის, რომ მომავლისთვის უკეთ მომზადებულები იყვნენ და საკმარისი მარაგი ჰქონდეთ.

 

გასაოცარია იმის ნახვა, როგორ მუშაობს უნივერსიტეტებთან ფორმულა 1-ის გუნდი იმისთვის, რათა რამდენიმე დღეში გამოიგონონ და აწარმოონ სასუნთქი აპარატები.

 

მაგრამ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში სიტუაციას უკეთესად გავუმკლავდეთ.

 

და რაც მთავარია ამან გვასწავლა ის, რომ ჰიგიენის ნორმები გაერთიანებულ სამეეფოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, მომავალში აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს.

 

Gallup-ის მიერ 5 წლის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ტუალეტის გამოყენების შემდეგ ხელებს ბრიტანელების მხოლოდ სამი მეოთხედი იბანდა.

 

საფრანგეთსა და ესპანეთში კი 2/3-ზე ნაკლები.

 

აუცილებელია, რომ ეს რაოდენობა იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომლებსაც ვიღებთ, მომავალში გაიზარდოს.

 

ასე, რომ ამის შემდეგ, როცა ყველანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით და კაფეებსა და ბარებში სიარულს კვლავაც დავიწყებთ, გვეცოდინება, რომ როდესაც ადამიანს ხელს ვართმევთ ჩვენ შეგვიძლია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ (არა მხოლოდ კორონას გადადებისგან, არამედ სხვა დაავადებების).

 

და თუ ამას ვიზამთ, ჩვენ მომავალ ეპიდემიებს უფრო მომზადებულები დავხვდებით. მსოფლიო კი უკეთესი ადგილი იქნება.

 

 

კორონავირუსი სამყაროს უკეთეს ადგილად გადააქცევს – მომავალი ეპიდემიებისთვის უკეთესად იქნება მომზადებული, – ამბობს პიტერ პრანკოპანი

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X