
საქართველოს 11 რეგიონიდან ახალი კორონავირუსი მხოლოდ 2 მხარეში არ დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ კახეთი და გურია ამ დრომდე რჩება ე.წ მწვანე ზონად.
აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში Covid-19-ის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. „სპუტნიკ-აბხაზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა და პაციენტს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს. ბოლო მონაცემებით, აფხზეთში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა. პაციენტი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 14 მარტს შეიყვანეს და ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებულმა კვლევის შედეგებმა ვირუსი დაადასტურა.
5 აპრილს რეგიონში ფიქსირდება ე.წ ქობულეთის კლასტერი. იგი უკავშირდება 55 წლამდე ქალს, რომელიც სოფელ გვარაში, მშობლების ოჯახს სტუმრობდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადა მან 4 აპრილს, მუცლის მწვავე ტკივილის გამო, გამოიძახა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტი ეროვნული პროტოკოლით გათვალისწინებულ შემთხვევებს არ შეესაბამებოდა და მისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტი კლინიკაში არ ჩაუტარებიათ.
5 აპრილს ქალი სახლში გაწერეს, თუმცა სასწრაფო ბრიგადის ხელმეორედ გამოძახება მას იმავე საღამოს დასჭირდა. ქალს და კიდევ 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორისაა ქალის მამაც, რომელიც, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანამდე 3-ჯერ იმყოფებოდა ქობულეთის კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით.
დღეის მდგომარეობით აჭარაში 34 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
იმერეთი
იმერეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 22 მარტს დაფიქსირდა. პაციენტი ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საჩხერეში გადაიყვანეს. მას ესპანეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
იმერეთში კორონავირუსი დაფიქსირდა:
საჩხერეში, ჭიათურაში, ვანში, თერჯოლაში, ქუთაისში და წყალტუბოში.
დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 23 Covid-19-ით ინფიცირებული მკურნალობს და როგორც კლინიკაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს დღეს სამმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
მცხეთა-მთიანეთი
ბოლო მონაცემებით ოკუპირებული ახალგორის რაიონის საავადმყოფოში ორი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ორი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მიზეზად საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა სახელდება, რის გამოც ახალგორის მცხოვრებლები თბილისში სამკურნალოდ ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
9 აპრილს ლენტეხში დაუფიქსირდა ახალი კორონავირუსი 50 წლამდე მამაკაცს, მას ვირუსი დისგან გადაედო, რომელიც ქმრისგან დაინფიცირდა. არსებული ინფორმაციით ინფიცირებული ქმარი, ეროვნულ ბანკში მუშაობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ზუგდიდში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 მარტს 67 წლის მამაკაცს დაუფიქსირდა. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აღენიშნებოდა. ჯამში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში Covid-19-ის მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „პრაიმტაიმს“ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაიამ განუცხადა მათთან კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული პაციენტი არ იმყოფება და მათთან მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი გუშინ გაეწერა.
სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 აპრილს დაფიქსირდა და რეგიონმა ე.წ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა.
Covid-19 დაბა ახალდაბაში ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. 30 წლამდე პირს სავარაუდოდ, სამსახურის გამო შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.
ის მშობლებთან ერთად ახალდაბაში ცხოვრობდა, თუმცა თბილისში იმყოფებოდა. სახლში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, საიდანაც ბაკურიანის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.
ქვემო ქართლი
მარნეულში Covid-19 პირველად 22 მარტს დაფიქსირდა, დაინფიცირდა 67 წლია ქალი. მას კონტაქტი ათეულობით ადამიანთან ჰქონდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.
დღეის მდგომარეობით მარნეულში 15 კოვითინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
ქვემო ქართლში კორონავირუსი დაფიქსირდა:
რუსთავში, ბოლნისში და მარნეულში.
შიდა ქართლი
შიდა ქართლში კორონავირუსი დაფიქსირდა გორში, კასპსა და ხაშურში. აქედან ერთი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოვლეში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყურში.
გორის მუნიცილაპიტეტის სოფელი მეჯვრისხევი – 1 (სომხეთში დაინიცირებული და შემდეგ გადმოყვანილი). ამასთან გორის ჰოსპიტალში მკურნალობს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი.
ბოლო მონაცემებით : საქართველოში ახალი კორონავიურუსის შემთხვევები 399-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულია 93 ადამიანი
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















