
კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება, – ამის შესახებ „ფაიზერის“ პარტნიორი გერმანული კომპანია „ბიონტექის“ თანადამფუძნებელი იოზლემ თიურეჯი აცხადებს.
„რთული კითხვაა, როდის დასრულდება პანდემია, რადგან ყოველდღიურად ვსწავლობთ რაღაც ახალს მის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ის ვაქცინაზე. ჩვენ გვჭირდება ეს ცოდნა, რათა ვიმსჯელოთ, როდის დასრულდება პანდემია. მაგრამ რაც უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ თანდათან „ახალი ნორმალურობა“ მკვიდრდება. ამას უკვე ვგრძნობთ. ჩვენ ვსწავლობთ, როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. ბევრი ჩვენგანი უკვე ვაქცინირებულია და თავისუფლების ახალ ხარისხს იძენს,“- განაცხადა თიურეჯმა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში ვირუსი შეიძენს გრიპის ვირუსის სტატუსს.
„რა თქმა უნდა, ვირუსთან გამკლავება კიდევ რამდენიმე წელს მოგვიწევს. ასევე გვექნება პასუხები კითხვებზე, რომლებიც ამჟამად დაუზუსტებელია. მომავალი გვიჩვენებს, გაჩნდება თუ არა სხვა ვარიანტები, რომლებიც იმუნურია ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ. წლების განმავლობაში ვირუსი გრიპის ვირუსის სტატუსს შეიძენს, რისთვისაც მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფი ყოველწლიურად, ან ორ წელიწადში ერთხელ აცრას იტარებს. კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება,“- დასძინა თიურეჯმა.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















