10:55 | 2021-01-07 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსის 1612 ახალი შემთხვევა და 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი – 7 იანვრის სტატისტიკა

კორონავირუსის 1612 ახალი შემთხვევა და 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი – 7 იანვრის სტატისტიკა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  235 491-ს.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 223 695-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა – 118, იმერეთი – 257, ქვემო ქართლი – 106, შიდა ქართლი – 107, გურია –29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ავტორი: თამთა თორდია

X