11:17 | 2020-06-18 ავტორი: თეონა ყაჭიური

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ოთხი სატვირთოს მძღოლია

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ოთხი სატვირთოს მძღოლია

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ოთხი სატვირთოს მძღოლია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ დროსითვის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ 20 პაციენტი რჩება.

 

„5 დადასტურებული შემთხვევიდან ყველა არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა. აქედან 4 არის სატვირთოს მძღოლი.

 

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს. ამ დროისთვის მკურნალობს 20 პაციენტი. აქედან მხოლოდ ერთი ფასდება საშუალოზე მძიმედ. დანარჩენი კი საშუალოზე მსუბუქად“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

მოულოდნელი სიახლე -კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონი ეფექტური აღმოჩნდა
2020-06-16მოულოდნელი სიახლე -კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონი ეფექტური აღმოჩნდა

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 893 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმთელებულია 739 ადამიანი, გარდაცვლილია 14.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X