11:16 | 2020-08-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 1 მედიკოსია, ხოლო ერთის წყარო უცნობია

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 1 მედიკოსია, ხოლო ერთის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით.

 

„4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 სამედიცინო პერსონალია, 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა მიმდინარეობს. დღეს მხოლოდ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2020-08-22საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ავტორი: ალექსი ქამადაძე

X