10:40 | 2020-06-03 ავტორი: თეონა ყაჭიური

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევის წყაროები ცნობილია

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევის წყაროები ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია და ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 147 ადამიანი მკურნალობს.

 

„ახალი შემთხვევიდან ერთი არის დადასტურებულ საბურთალოს კლასტერთან კონტაქტი.​ დანარჩენი სამი არიან სატვირთო ავტომობილების მძღოლები. ესენი არიან იმპორტირებული, არა საქართველოს მოქალაქეები.

 

რაც შეეხება ჩვენს ცენტრს. ამ დროისთვის ჩვენთან 57 პაციენტი მკურნალობს.

 

VIDEO: გავრცელდა კადრები, როგორ დაესხა ყვავი მოქალაქეებს თბილისში
2020-06-03VIDEO: გავრცელდა კადრები, როგორ დაესხა ყვავი მოქალაქეებს თბილისში

 

მძიმე პნევმონიით და პრობლემური პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს. ძირთადად უკვე საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

კორონავირუსის შემთხვევა 800-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 640 ადამიანი. 

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X