14:41 | 2020-09-07 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 20 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 20 აჭარაში გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარში კორონავირუსის 20 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობა უკვე დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტებია.

 

„ეს არის უკვე დადასტურებული და უკვე მკურნალობაში მყოფი პაციენტების კონტაქტები. მათ შორის არ არის დონასთან” აფილირებული შემთხვევები. ეს ის ადამიანევია, ვინცმიმართა კარავს, პოლიკლინიკას და იქედან.გამოვლენილ შემთხვევებთან არის დაკავშირებული. დანარჩენი კვლევები მიმდინარეობს. კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

 

მოგეხსენებათ კარვებში და კლინიკებში ამ.შაბათ-კვირას გაგრძელდა ტესტირება. თუმცა კლების რეჟიმი აღინიშნება.

 

400- მდე ტესტი მხოლოდ კარავში იყო აღებული და დაახლოებით 180- მდე პოლიკლინიკებში. ეს მიუთითებს, რომ მიმართვიანობა კლებულობს და მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ განიხილავენ, როგორც რისკის შემცველ პირებად, მათი რაოდენობა არის კლებაში.

 

ქორწილის შემთხვევასთან დაკავშირებით, არის მხოლოდ ორი პირი შესული. მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

 

სამინისტროს გადაწყვეტილებით სავალდებულო კარანტინი 8 დღემდე შემცირდება
2020-09-07სამინისტროს გადაწყვეტილებით სავალდებულო კარანტინი 8 დღემდე შემცირდება

 

რაც შეეხება „რეფერალურ“ საავადმყოფოს, რეფერალურში შევიდა უკვე ისეთი ჩივილებით პაციენტი, რომელიც თავიდანვე სწორად იყო განსაზღვრული. მართული იყო სწორად. იმყოფება ბოქსირებულ პალატში. აბსოლუტურად არის დაცული ინფექციური კონტროლის და უსაფრთხოების რეჟიმი. ასე, რომ მუშა პროცესი მიმდინარეობს და არავინ არ ექვემდებარება არც თვითიზოლაციას და არც კარანტინს.

 

ე.წ ხოფის ტერიტორიაზეც რაც არის კონტაქტები, ჯერჯერობით მიდის გაღრმავებული კვლევა ყველგან და დადასტურება თუ იქნება, მიიღებთ ამის შესახებ ინფორმაციას.

 

20 ახალი შემთხვევიდან დაახლოებით ორის ინფიცირების წყარო უცნობია.

 

ერთი შემთხვევა იყო მცირე ზომის კვების ბლოკი და მხოლოდ ერთი შემთხვევა, რომლის კონტაქტებზეც ვმუშაობთ. ობიექტი დაიკეტა.

 

ეპიდვითარება კონტრილის ქვეშ არის რასაკვირველია ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამკონტროჭს ექვემდებარება ეპიდსიტუაცია.

 

ზოგადად მძიმე პაციენტი არ გვყავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

სულ ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 88 პაციენტი. გაეწერ ერთი პაჩიენტი”- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X