13:34 | 2020-08-30 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ზუგდიდის სასტუმროში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ზუგდიდის სასტუმროში გამოვლინდა

რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მოათავსეს.

 

საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს, ხოლო მეორე ახალგაზრდა ქალია.

 

არსებული ინფორმაციით, ის თბილისიდან ჩავიდა და ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა. თვითიზოლაციაშია სასტუმროს ერთი თანამშრომელი.

 

„დილის მონაცემებით, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მოგვიანებით გვეცოდინება მათი ზოგადი მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა ჯანაშიამ.

 

ბოლო მონაცემებით, რუხის კლინიკაში ჯამში 9 პაციენტია მოთავსებული. აქედან, 3 კოვიდინფიცირებული ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება, ხოლო ოთხ მათგანს ცხელება აღენიშნება. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, მათ კვლევები დღეს ჩაუტარდება.

 

ავტორი:თეა შონია

ავტორი: Prime Time

X