
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში გამოვლინდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი ინფიცირებული საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო მეორე ე.წ. ქობულეთის საოჯახო სასტუმროს კლასტერის კონტაქტია.
„გუშინ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭრაში. ორივე პაციენტი მოთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ერთი ინფიცირებული ქალბატონი საკარანტინე სივრციდანაა, აქვს საბერძნეთში მოგზაურობის ისტორია, შემოვიდა თურქეთის საბაჟოდან და გადაიყვანეს კარანტინში. მეორე ასევე ქალბატონია, საშუალო ასაკის, ის არის ქობულეთის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ორივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დამატებით ჩარევას არ საჭიროებენ. გუშინ გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი. დღეისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 28 კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტი. აქედან ათ პაციენტს აღენიშნება პნევმონია სხვადასხვა ხარისხის. ოღონდ გართულების გარეშე. მიმდინარეობს გეგმიური მკურნალობა“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.
დღესვე, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.






















