კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ჩეხეთსა და გერმანიაშიც დაფიქსირდა. ჩეხეთში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ქალი, რომელიც ეგვიპტიდან დაბრუნდა.
„ამჟამად ჩვენთვის ცნობილია, რომ ქალი ეგვიპტიდან დაბრუნდა. ვვარაუდობთ, რომ ის „ომიკრონის“ შტამითაა ინფიცირებული. მისი ანალიზების საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დანიელ კეპლი.
სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის „ნიუ“ ვარიანტის გავრცელება ბელგიაში დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“.
რაც შეეხება კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამს, გერმანიაშიც დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰესენის მხარის სოციალურ საკითხთა მინისტრი კაი კლოზე ავრცელებს.
„ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული გერმანიის მოქალაქე სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდა. ამჟამად ის იზოლირებულია. ანალიზების საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – წერს კაი კლოზე Twitter-ზე.