13:33 | 2020-03-24 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ცნობილია დრო, როდის დაიწყებენ სწრაფი ტესტებით დიაგნოსტირებას საქართველოში

ცნობილია დრო, როდის დაიწყებენ სწრაფი ტესტებით დიაგნოსტირებას საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის დასადგენ სწრაფ ტესტებს ხვალისთვის ელოდებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით სწრაფი ტესტები დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცემა და გამოყენებაში ზეგ ჩაეშვება.

 

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გარდა სწრაფი ტესტებისა, კვირის განმავლობაში იგეგმება ანტისხეულის ტესტების შემოტანაც

 

„ჩენ დღეს ვმუშაობთ ანტიგენთან დაკავშირებულ ტესტზე. ეს არის ტესტები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე იძლევა დიაგნოსტირების საშუალებას, ასევე კვირის განმავლობაში შემოვა ანტისხეულები ანუ სისხლის ტესტი, რომელიც შედეგს მოგვიანებით აჩვენებს და ასევე გადატანილი დაავადების მაჩვენებელიცაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 67 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X