13:42 | 2021-08-27 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის დელტა შტამის გამო გახშირდა ორსულებში მკვდრად შობადობა – დავით გაგუა

კორონავირუსის დელტა შტამის გამო გახშირდა ორსულებში მკვდრად შობადობა – დავით გაგუა

“ყველაზე ხშირად ჩვენი კოლეგები სცოდავენ იმიტომ, რომ ისინი ეუბნებიან, რომ არ აიცრიან“,- ამის შესახებ გაგუას კლინიკის დირექტორმა და მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ ორსულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით ქრონიკასთან საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, ე.წ დელტა შტამის გამო გახშირდა მკვდრად შობადობა და სხვა გართულებები, ამიტომ ამ საჭიროა დროულად აცრა.

 

“მოგეხსენებათ, რომ დღეს ყველაზე დიდი გავრცელება აქვს დელტა შტამით ინფიცირებას, რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს განსაკუთრებით ორსულებში“,- ამის შესახებ „ფაიზერმა“ გაიარა სრული ავტორიზაცია და დღეს ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ორსულს, რომ აიცრას. თუ შევადარებთ მოსალოდნელ გართულებებს, ფაქტობრივად არც უკუჩვენება და არც გართულებები ორსულის აცრისთვის არ არსებობს.

 

თუ ქალი ჯანმრთელი და ცოცხალი არ იქნება, ის ვერ გააჩენს ცოცხალ ბავშვს. ამიტომაც უნდა აიცრას ყველა ორსული. გახშირდა შემთხვევის ცუდად დამთავრება, გარდაცვალებაც. განსაკუთრებით გახშირდა ორსულობის სხვა გართულებები, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა პრეეკლამსია მძიმე ფორმების სისხლის დენები, მკვდრად შობადობები ამიტომ,ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროულად აცრა. მოვუწოდებ ყველა ორსულს. მიუხედავად ყველა შიშისა უნდა აიცრას.

 

ჩემ კოლეგებს კიდევ მოვუწოდებ, რომ ნუ ეუბნებიან ორსულებს, რომ ორსულობა აცრისათვის უკუჩვენებაა. ყველაზე ხშირად ჩვენი კოლეგები სცოდავენ იმიტომ, რომ ისინი ეუბნებიან, რომ არ აიცრიან“- განაცხადა დავით გაგუამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X