21:26 | 2021-07-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

 კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი უახლოეს თვეებში დომინანტური იქნება – ჯანმოს არასაიმედო პროგნოზი

 კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი უახლოეს თვეებში დომინანტური იქნება – ჯანმოს არასაიმედო პროგნოზი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი (ე.წ. ინდური შტამი), რომელიც ძალზე გადამდებია და რომელზეც ახალი შემთხვევების ¾-ზე მეტი მოდის, უახლოეს თვეებში დომინანტური იქნება.

 

ძაღლებზე ნადირობა ბავშვების თვალწინ - „ყველაზე მშიშარა და უვნებელი ძაღლი მოკლეს“
2021-07-21ძაღლებზე ნადირობა ბავშვების თვალწინ - „ყველაზე მშიშარა და უვნებელი ძაღლი მოკლეს“

 

„სავარაუდოდ, „დელტა“ ვარიანტი სწრაფად შეცვლის სხვა ვარიანტებს და კორონავირუსის დომინანტური ხაზი გახდება უახლოეს თვეებში“, – ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

 

იმ ქვეყნებს შორის, სადაც ე.წ. ინდურ შტამზე ახალი შემთხვევების 75%-ზე მეტი მოდის, გვხვდება ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, ინდონეზია, ავსტრალია, ბანგლადეში, გაერთიანებული სამეფო, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, პორტუგალია და ისრაელი.

 

„ამ ტემპის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, გლობალური მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების ერთობლივი რაოდენობა 200 მილიონს გადააჭარბებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში“, – აღნიშნავენ ჯანმოში.

 

ცნობისთვის, 23 ივნისს დაავადებათა კონტროლის ევროპულ ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს ე.წ. ინდური შტამი ევროკავშირში შემთხვევების 90%-ს შეადგენს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

თორნიკე რიჟვაძის 3 წელი - განხორციელებული პროექტების შეჯამება (ფოტოები)
2021-07-21თორნიკე რიჟვაძის 3 წელი - განხორციელებული პროექტების შეჯამება (ფოტოები)
    
ნახეთ, როგორ მიულოცა კახა კალაძემ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღე
2021-07-21ნახეთ, როგორ მიულოცა კახა კალაძემ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღე

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X