10:47 | 2020-03-02 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის გამო ბრიტანეთმა შესაძლოა ყველა ქალაქი ჩაკეტოს

კორონავირუსის გამო ბრიტანეთმა შესაძლოა ყველა ქალაქი ჩაკეტოს

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრიტანეთის ქალაქები ჩაიკეტოს.

 

მეთ ჰენკოკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაჭრით ვერაფერს იტყვის, რადგან ვირუსის გავრცელების რისკი ჯერჯერობით დაბალია:

 

„ამ გადაწყვეტილებაში აშკარაა ეკონომიკური და სოციალური დატვირთვა, ამიტომ ჯერჯერობით ამის საჭიროება არ დგას. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, თუ საჭირო იქნება პრევენციისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია BBC-ზე სტუმრობის დროს.

 

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ევროპულ ქვეყნებში ვირუსის სწრაფად გავრცელების მიუხედავად, გაერთიანებულ სამეფოს მსგავსი შედეგის თავიდან აცილება შეუძლია.

 

ბრიტანეთში კორონავირუსით 32 ადამიანია ინფიცირებული.

ავტორი: Prime Time

X