09:13 | 2020-03-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსის გამო ლენინის მავზოლეუმი დახურეს

კორონავირუსის გამო ლენინის მავზოლეუმი დახურეს

„მოსკოვში, წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმი კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო დროებით დახურეს“. ამის შესახებ reuters-ი წერს.

 

დროებით ჩაიკეტა კრემლის კედელთან მდებარე ნეკროპოლისიც, სადაც იოსებ სტალინია დაკრძალული და რომელიც ამავე სანახაობის ნაწილად ითვლება.

 

„ინტერფაქსის“ ცნობით, დაწესებულებების დახურვა კორონავირუსთან ბრძოლით არის ნაკარნახევი. ლენინის აკლდამა პოპულარული სანახობაა ტურისტებისთვის, ასევე, რუსი კომუნისტებისთის და ვიზიტორებისთვის ქვეყნის რეგიონებიდან.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X