15:07 | 2020-08-10 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის გამო მესტია ჩაიკეტა – საგანგებო განცხადება

კორონავირუსის გამო მესტია ჩაიკეტა – საგანგებო განცხადება

ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადება გაკეთდა.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდა.

 

2020-08-10"ასთმა ჰქონდა და ამიტომაც დამძიმდა მისი მდგომარეობა" - ახალი დეტალები ლენჯერში დაინფიცირებული ოჯახის და მათი კონტაქტების შესახებ

 

გადაადგილება აიკრძალა, როგორც მესტიის მიმართულებით, ასევე პირიქით, მესტიიდან სხვა მარშუტების მიმართულებით.

 

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, სასურსათო მაღაზიებს და საბანკო დაწესებულებებს.

 

მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება მასშტაბური ეპიდემიოლოგიური კვლევა.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 17 შემთხვევა მესტიაში.

ავტორი: Prime Time

X