09:44 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის გამო NBA-მ სეზონი შეაჩერა

კორონავირუსის გამო NBA-მ სეზონი შეაჩერა

კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ სეზონი დროებით შეწყვიტა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

გადაწყვეტილება NBA-ს ხელმძღვანელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კლუბ „იუტა ჯაზის“ ერთ-ერთ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

ინფორმაცია სეზონის შეჩერების შესახებ „იუტა ჯაზის“ და „ოკლაჰომა-სიტი ტანდერის“ მატჩის შეწყვეტის შემდეგ გავრცელდა.

ავტორი: Prime Time

X