16:14 | 2020-10-16 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსის გამო, სკოლები ერთმანეთის მიყოლებით იხურება – რამდენი სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე

კორონავირუსის გამო, სკოლები ერთმანეთის მიყოლებით იხურება – რამდენი სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე

2020 წლის 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი უშუალოდ საკლასო ოთახებში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყო, თუმცა სკოლების რიცხვი ყოველდღიურად მცირდება.

 

კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, სკოლების ნაწილი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, ათეულობით მოსწავლე და მასწავლებელი კი თვითიზოლაციაშია.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში სამინისტრო სკოლების მართვას, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის სრული დაცვით ახორციელებს.

 

„4 ქალაქის, (თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი) საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან, 1-6 კლასებში, საკლასო ოთახებში განახლდა, ფიქსირდება 132 422 მოსწავლე.

 

ჩვენს ხელთარსებული ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, აღნიშნულ ქალაქებში სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი“,- აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

 

სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან 5 დღეში, Covid-19-ის გამო, თბილისში 18 ბაღი დაიკეტა

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X