
კორონავირუსის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ევროპიდან ფრენებზე შეზღუდვები დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სატელევიზიო მიმართვაში ტრამპმა განმარტა, რომ ევროპის ქვეყნებიდან ყველა მოგზაურობა 30 დღის შეჩერდება, მკაცრი ზომები კი პარასკევიდან ამოქმედდება. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ შეზღუდვა არ შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, სადაც კორონავირუსის 460 შემთხვევაა დაფიქსირებული.
რამდენიმე საათის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მის მიერ დაწესებული შეზღუდვები ევროპიდან ქვეყანაში მხოლოდ მგზავრების შეშვებაზე ვრცელდება და ტვირთებს არ შეეხება.
„გთხოვთ, გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის და ბიზნესისთვის, იცოდნენ, რომ ევროპიდან მგზავრობაზე დაწესებული 30-დღიანი შეზღუდვა არანაირად არ შეეხება ვაჭრობას. შეზღუდვები აჩერებს ხალხს და არა ტვირთებს“, – წერს დონალდ ტრამპი .






















