
აშშ-ის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის მერმა მიურიერ ბოუზერმა აცნობა. მისი თქმით, დღეს იქ კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 10-ს მიაღწია.
საგანგებო რეჟიმი მერს კარანტინის გამოცხადების და იმ მოვაჭრეების კანონით დევნის საშუალებას აძლევს, რომლებიც სიტუაციით სარგებლობენ და პროდუქტს ფასებს უზრდიან.






















