
ზუგდიდში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებები, კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით, დროებით დაიხურა.
ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის, მადონა მაქაცარიას ინფორმაციით, ადმინისტრაციის თანამშრომლები სამსახურში დადიან, თუმცა ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო სამკითხველო დარბაზები დროებით დაიხურა.
ასევე დროებით დაიხურა სპორტული განყოფილებებიც.
ბავშვებისთვის დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლესა და მუსიკალურ სკოლებშიც. ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, სასწავლო პროცესი კი ჯანდაცვის რეკომენდაციების მიხედვით განახლდება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევა დადასტურდა.
ავტორი: თეა შონია






















