18:30 | 2020-03-17 ავტორი: რუსა ღვანიძე

კორონავირუსის გავრცელების გამო, McDonald’s-ი სერვისების მიწოდებას ზღუდავს

კორონავირუსის გავრცელების გამო, McDonald’s-ი სერვისების მიწოდებას ზღუდავს

კორონავირუსის გავრცელების გამო, მაკდონალდსი მაღაზიების და სათამაშო მოედნების დახურვას გეგმავს. კომპანიამ განაცხადა, რომ „McDonald’s“ მაღაზიები ამცირებს ოპერაციებს, ჩრდილოეთ ამერიკაში დროებით დაიხურება სწრაფი კვების ობიექტები, კაფეები და გასართობი ზონა.

 

კორონავირუსის გავრცელების გამო, „McDonald’s“-ი სერვისების მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. კომპანია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში, სწრაფი კვების ობიექტებში კაფეების სივრცე და გასართობი ზონა დროებით დაიხურება.

 

„Fox News“ -ის ინფორმაციით, სწრაფი კვების ობიექტების ქსელი შეზღუდავს რეგიონში კომპანიის მფლობელობაში არსებულ მაღაზიებში მომსახურებას, სახლში მიტანასა და მიწოდებას. თავშეყრის ადგილები, თვითმომსახურების ჯიხურები და გასარტობი მოედნები დაკეტილია, შემდეგ გაფრთხილებამდე.

 

”მიგვაჩნია, რომ ეს დროებითი ცვლილება არის სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ჩვენი თემებისა და ჩვენი ბიზნესისათვის და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საქმიანობის შეფასებას, როგორც კი ვითარება გამოსწორდება. ერთგულები ვართ ჩვენი როლის, იმ თემების დასახმარებლად, სადაც ვაკეთებთ ბიზნესს და ვიცავთ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას,” – აცხადებენ კომპანიაში.

 

„McDonald’s“- ის მაღაზიებში ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეკომენდაცია გაუწიეს, რომ ამერიკელებმა „სოციალური დისტანციის” პრაქტიკა გამოიყენონ, რათა შეაჩერონ კოროვირუსების გავრცელება. ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ, რისკების გამო, შეამცირა მაღაზიების გახსნის საათები, შეიცვალა მომსახურების წესი ან დახურა ოფისები.

ავტორი: რუსა ღვანიძე

X