
შესაძლებელია, კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე პირველი, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეისთვის არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელიც მეორე და მესამე ტალღის არსებობას უარყოფს. პირიქით.
ძირითადი აქცენტი კეთდება არა იმაზე, იქნება თუ არა მეორე და მესამე ტალღა, არამედ იმაზე, რა სახის იქნება შემდეგი ტალღები.
სიტუაციის განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს.
ყველაზე უფრო ხშირად სამი სცენარი განიხილება.
ეს ეხება ორწლიან პერიოდს, როდესაც ჩვენ ახალი კორონავირუსის არსებობას ვაფიქსირებთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა მოცულობითა და სიხშირით, მაგრამ ეს არის პერიოდი, რომელიც განიხილება ჩვენს ქვეყნებში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ერთი ქვეყნის, ეს არის ის, რასაც ელოდება მსოფლიო.
გავიმეორებ, რომ ყველაზე კარგი სცენარი გახლავთ ის, რომ ეს იყო ყველაზე მაღალი ტალღა და შემდეგი თვეების განმავლობაში და მეორე ტალღის მოლოდინი ძირითადად, შემოდგომა-ზამთარს უკავშირდება, როდესაც საერთოდ რესპირატორული ვირუსების მატებაა.
ფიქრობენ, რომ ანალოგიური მატება იქნება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, მხოლოდ გაცილებით ნაკლები სიხშირის ინფიცირებით.
მეორე სცენარით, რომელიც ასევე განიხილება, ყველაზე ცუდი, შესაძლებელია მეორე ტალღა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე პირველი.
ამ დასკვნების უკან დგას 2009-10 წწ. გრიპის H1N1 ვირუსით გამოწვეული პანდემია. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, როდესაც იყო მეორე ტალღა“.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:






















