17:17 | 2021-04-14 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის მესამე ტალღის გადალახვა შეზღუდვების შემოღების გარეშე ვერ მოხერხდება – ბიძინა კულუმბეგოვი

კორონავირუსის მესამე ტალღის გადალახვა შეზღუდვების შემოღების გარეშე ვერ მოხერხდება – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის გადალახვა გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემოღების გარეშე ვერ მოხერხდება.

 

„ვერ წარმომიდგენია, ამ მესამე ტალღის გადავლა სრულად მოხერხდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემოღების გარეშე. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ვისურვებდი, მოსახლეობაც დაეხმაროს საკუთარ თავს პირბადის ტარებით. 95% არის სინგაპურის მაჩვენებელი, სადაც ამ ორგანიზებულობის გამო პანდემია პრაქტიკულად, ყოველგვარი ტალღების გარეშე იმართება.

 

1085 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - განახლებული მონაცემები კორონავირუსზე
2021-04-141085 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - განახლებული მონაცემები კორონავირუსზე

 

ამიტომ, ყველას ვთხოვ, ვატაროთ პირბადე. 60 წლის ზემოთ ადამიანებმა უნდა ატარონ სამედიცინო, ან ქირურგიული პირბადე და ნებისმიერ ასაკში, როდესაც ერთი ქრონიკული დაავადება მაინც გვაქვს. თუ ამდენი სამედიცინო პირბადის შეძენის შესაძლებლობა არ გვაქვს, თუ ადამიანი ჯანმრთელია და 60 წლის ქვემოთ ასაკისაა, სახლში ნაჭრის სამშრიანი პირბადის დამზადებაც შეიძლება, რომელიც დღეში ერთხელ, 60 გრადუსზე უნდა გაირეცხოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

ცნობისთვის, 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 1085 ადამიანი დიანფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 432, ხოლო გარდაიცვალა 7.

ავტორი: Prime Time

X