18:58 | 2021-11-27 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი – „ომიკრონი“ დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ვირუსის ახალი მუტაციით ორი ადამიანია ინფიცირებული.

 

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ერთი შემთხვევა ქალაქ ჩელმსფორდში, მეორე კი ნოტინგემში გამოვლინდა. მისივე თქმით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირშია და ორივე ინფიცირებული, თავიანთი ოჯახების წევრებთან ერთად, უკვე თვითიზოლაციაშია.

 

შეგახსენებთ, რომ კოვიდის ახალი ვარიანტი ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელში, ჩეხეთსა და გერმანიაში.

 

ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X