19:05 | 2020-04-04 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთის პატრიარქმა მოსკოვს ხატი შემოატარა

კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთის პატრიარქმა მოსკოვს ხატი შემოატარა

რუსეთის პატრიარქმა კირილემ, მოსკოვს ღვთისმშობლის ხატით შემოუარა და ქალაქი დალოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მსვლელობა, ტელეკომპანია „სპასის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 

მანამდე, რუსეთის პატრიარქმა კირილემ, მრევლს მოუწოდა კორონავირუსის პანდემიის გამო, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან. ასევე, მან მრევლს მოუწოდა, დაიცვან ხელისუფლების რეკომენდაციები სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენის დაცვის შესახებ.

 

ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს, იმ დროს როდესაც საბჭოთა კავშირს გერმანიის ჯარები მოადგა, სტალინმა სინოდის რჩევა გაითვალისწინა და თვითმფრინავით მოსკოვს ხატი შემოატარეს.

 

ამ დროის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 4,731 შემთხვევაა გამოვლენილი, მათშორის გამოჯანმრთელდა 333, ხოლო გარდაიცვალა 43 ადამიანი.

 

 

 

 

ასევე, დაგაინტერესებთ:

 

მეუფე იაკობმა თბილისი ვერტმფრენიდან დალოცა
2020-03-26მეუფე იაკობმა თბილისი ვერტმფრენიდან დალოცა
ავტორი: ალექსი ქამადაძე

X