
ვორონეჟის ოლქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც მანამდე მძიმე სამუშაო პირობების გამო ჩიოდა, კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა.
37 წლის ალექსანდრე შულეპოვი კორონავირუსით ინფიცირებულია. ის თავისი პალატის ფანჯრიდან გადავარდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
24 აპრილს ქალაქ ზვიოზდნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსი ექიმი ნატალია ლებედევა დაიღუპა, რომელიც ასევე კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა. 24 აპრილს კი, ფანჯრიდან გადავარდა კრასნოიარსკის საოლქო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი ელენა ნეპომნიაშიაც, ის 1 მაისში გარდაიცვალა.






















