11:08 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის ყალბი დოკუმენტების გასაღებისთვის ერთი პირი დააკავა

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის ყალბი დოკუმენტების გასაღებისთვის ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ – ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

 

გაიშიფრა თაღლითური სქემა, რითაც რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ასობით ათასი დოლარი მიითვისა
2020-06-03გაიშიფრა თაღლითური სქემა, რითაც რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ასობით ათასი დოლარი მიითვისა

 

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშროთითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით.

 

ავტორი: Prime Time

X