14:48 | 2020-01-30 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ინდოეთშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ინდოეთშიც დაფიქსირდა

ინდოეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

უხანიდან დაბრუნების შემდეგ გოგონას კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა. იგი უხანის უნივერსიტეტში სწავლობდა.

 

ჯანდაცვის მინისტრმა ამ საკითხზე შეხვედრა უკვე გამართა.

 

„პაციენტი იზოლირებულია, სტაბილურადაა და მას ვაკვირდებით“,- განაცხადა მინისტრმა.

 

ინდოეთში, ქალაქ კერალაში ამ დროისთვის 806 ადამიანზე მიმდინარეობს დაკვირვება.

 

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობა 7711-ს შეადგენს, მათგან 1400-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

 

ავტორი: Prime Time

X