09:12 | 2020-04-01 ავტორი: თათია ცუკოშვილი

კორონავირუსის სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა – გაერო-ს გენერალური მდივანი

კორონავირუსის სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა – გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, კორონავირუსის კრიზისის სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა.

 

ის მსოფლიოს  კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა პანდემია შეჩერდეს.

 

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 859 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 42 000-ზე მეტია. ამასთან, გამოჯანმრთელდა 178 000-ზე მეტი ინფიცირებული.

 

რთული ვითარება კვლავ იტალიასა და ესპანეთშია.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X