11:24 | 2020-09-10 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსის შედეგები საქართველოს ყველა რეგიონში – 10 სექტემბრის მონაცემებით

კორონავირუსის შედეგები საქართველოს ყველა რეგიონში – 10 სექტემბრის მონაცემებით

დღეს საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 57 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

კორონავირუსის 57 შემთხვევიდან, 8 ინფიცირების წყარო უცნობია.

 

ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1334 ადამიანი.

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.

ყველა აკრძალვა, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა
2020-09-10ყველა აკრძალვა, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

 

„დღევანდელი მონაცემებით, 57 ახალი შემთხვევა გვაქვს. 57-დან ხუთის წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო ქალაქი ბათუმია.

 

18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.

 

4 პაციენტის წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

 

3 პაციენტი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

 

ხუთი სამედიცინო პერსონალია.

 

რვა პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 57-დან 25 პაციენტის წყარო აჭარაა, პირდაპირი, თუ არაპირდაპირი კონტაქტებით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

ნახეთ ვიდეო: აჭარა უკვე წითელი ზონაა – მარინა ეზუგბაიას კომენტარი

ავტორი: თამთა თორდია

X