19:24 | 2020-04-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსის შემთხვევათა ჯამური რაოდენობა 1000-სა და 2000-ს შორის იქნება – თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსის შემთხვევათა ჯამური რაოდენობა 1000-სა და 2000-ს შორის იქნება – თენგიზ ცერცვაძე

„ჩემი ვარადუდით საქართველოში შემთხვევათა რაოდენობა იქნება 1000-ის ფარლებში, ან ათასსა და ორიათასს შორის“, – ამის შესახებ ინფექციური სავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეპიდემია თვე ნახევრის შემდეგ დაწყებს კლებას.

 

„საქართველოში დაფიქსირდება, ორი ათეული, სამი ათეული, ოთხი ათეული, ხუთი ათეული შემთხვევა მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც ხდება მსოფლიოში.

 

ჩემი ვარადუდით საქართველოში შემთხვევათა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს, ან იქნება 1000-ის ფარლებში, ათასსა და ორიათასს შორის.

 

მსგავსი ფაქტები ჩვენზე პატარა სახელმწიფოებში 20 000-ზე, 30 000-ზე და ზოგან 100 000-ზე და 200 000-ზე მეტია.

 

ჩემი პროგნოზით პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ, ეს არის ჩემი პროგნოზი, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებს და ამაზე მე თავს ვერ დავდებ.

 

ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი, ეს იქნება რამოდენიმე ათეულით მატება და არა რამოდენიმე ასეულით.

 

დაახლოებით თვე ნახევრის შემდეგ ჩემი პროგნოზით ეპიდემია წავა ქვემოთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X