
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, მოსკოვი შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
2 თვიანი კარანტინის შემდეგ, დღეს მოსკოვში სილამაზის სალონები გაიხსნება. მოქალაქეეს აღარ დასჭირდებათ ელექტრონული სამგზავრო ბილეთები. მათ საზოგადოებრივი ტრანპორტის გამოყენება და სეირნობა შეეძლებათ. გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები საჭირო აღარ იქნება.
კაფეები, რესტორნები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები 16 ივნისიდან განაახლებს მუშაობას. ხოლო, საცურაო აუზები და სპორტ დარბაზები 23 ივნისს.
ცნობისთვის, მოსკოვში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა სამ ათასს მიაღწია. რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის 197 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.























