
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი კორონავირუსის წარმოშობასა და გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ნაადრევია. ამის შესახებ reuter-ი წერს.
სამინისტროს სპიკერმა, გენ შუანმა ბრიფინგისას განაცხადა, რომ ქვეყნების უმრავლესობისთვის პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამიტომ გამოძიების დაწყება ჯერ მიზანშეწონილი არ არის.
სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეას ვიდეომიმართვით გახსნის.






















