
ნიუ-იორკში საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭომ კონფერენცია გააუქმა, რომელზეც უნდა განეხილათ კორონავირუსის გავლენა მსოფლიო ბიზნესზე. გაუქმებულია ასევე სხვა კონფერენციები, რომელიც 3 აპრილამდე იყო დაგეგმილი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში.
საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო (CFR) არის იმ დაგეგმილი ღონისძიებების დიდ სიაში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო გაუქმდა.
ბოლო მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.






















