
საუდის არაბეთში, ექიმებმა კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ მალარიის სამკურნალო მედიკამენტების გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა ტაუფიკ არ-რაბიამ პარასკევს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აღსანიშნავია, რომ მალარიით მკურნალობა ხელს უწყობს კორონავირუსული დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქებას. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ამ სამედიცინო პროტოკოლის გამოყენება მათთვის, ვინც შესაფერისია ამ სახის მკურნალობისთვის“, – აღნიშნა სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როდის დაამარცხებენ კორონავირუსს.
საუდის არაბეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ბოლო დღეებში საგრძნობლად გაიზარდა.
ბოლო 24 საათში, საუდის არაბეთის 11 ქალაქში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობამ 344-ს მიაღწია. ვირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ასევე დაგაინტერესებთ:

























