
საქართველოში კორონავირუსისგან დაინფიცირდა 15, ხოლო გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1197 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელდა 974, ხოლო გარდაიცვალა 17 პციენტი.
კარანტინის რეჟიმში 7066, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 294 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 41-ს შეადგენს.























