
კლივლენდის კლინიკის ახალმა გამოკვლევამ გამოავლინა ის მექანიზმები, რომლითაც COVID-19-მა შეიძლება დემენცია გამოიწვიოს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ს, შესაძლოა, თავის ტვინის მუშაობაზე გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს. ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს მჭიდრო კავშირი ვირუსსა და გენებს/ცილებს შორის, რომლებიც დაკავშირებულია რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან, განსაკუთრებით ალცჰეიმერთან, სადაც მითითებულია, თუ როგორ შეიძლება COVID-19-მა გამოიწვიოს დემენცია.
მკვლევრებმა ასევე გააანალიზეს გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც SARS-COV-2-ს საშუალებას აძლევს ტვინის ქსოვილებსა და უჯრედებს მოედოს.
”მეცნიერებმა მჭიდრო კავშირი აღმოაჩინეს ცილებს შორის, რომლებიც რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ალცჰაიმერთან. რაც იმაზე მიუთითებს, რომ COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს დემენცია ან მისი გამწვავება. მონაცემები მიუთითებს, რომ ვირუსის სამიზნეს, შესაძლოა, ის გენები წარმოადგენდნენ, რომლებიც ტვინში ნერვულ ანთებასა და მიკროვასკულურ დაზიანებებს იწვევს”, – ვკითხულობთ მოხსენებაში.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გზას გავუხსნით კვლევას, რომელიც გამოიწვევს ტესტირებად და გაზომვად ბიომარკერებს, რომლებიც შეძლებენ COVID-19 დაავადებით ნევროლოგიური გართულებების ყველაზე მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებას”, – თქვა ექიმმა ჩენგმა.
დოქტორი ჩენგი და მისი გუნდი ამჟამად ცდილობს გამოავლინოს ახალი თერაპიული მიზნები ნევროლოგიური პრობლემებისათვის, რომლებიც ასოცირდება COVID-19-თან.
დაგაინტერესებთ:






















