
აშშ-ში 70 წლის კაცმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ კლინიკიდან 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის ანგარიში მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მაიკ ფლორმა ჰოსპიტალში 62 დღე გაატარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
მედდის დახმარებით ოჯახის წევრებს დაურეკა და დაემშვიდობა კიდეც, თუმცა ექიმებმა მოხუცის გადარჩენა შეძლებს.
181-გვერდიანი ანგარიში პაციენტისთვის გაწეულ მომსახურებას 1 122 501 დოლარად აფასებს. თუმცა, ფლორს ამ თანხის გადახდა არ მოუწევს, რადგან სახელმწიფო დაზღვევა Medicare აქვს, რომელიც მოხუცებისთვის არის გათვლილი.
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, ვირუსს 115 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.























