
111 წლის ლეონილა გვაჯავამ, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა.
„ბებო გალიდანაა, მეუღლე იონა ქვარცხავა იყო ჩხოროწყუელი და ბებო იქ მუშაობდა პედაგოგად, გეოგრაფიის მასწავლებლად. შემდეგ გალში გადავიდნენ საცხოვრებლად, ბაბუა სამამულო ომის მონაწილე იყო, ნატყვიარი ფეხი გაუმიზეზდა და გარდაიცვალა ადრიანად. გალის დაკარგვამდე იყო საბავშვო ბაღის გამგე,“ – ამბობს შვილიშვილი ლალი სიჭინივა.
ჯერჯერობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება 111 წლის ქალის 80 წლის ვაჟი გურამ ქვარცხავა.
ახლობლების ინფორმაციით,მას დღეს დღის მეორე ნახევარში გაწერენ.
ვინაიდან დედა-შვილი დევნილები არიან, საცხოვრებელი ბინა მათ ისანში,ყვარლის ქუჩაზე გადაეცათ.
ცნობისთვის, ლეონილა გვაჯავა, წლების წინ, ჩხოროწყუს პირველ საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა. ჰყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი, ათი შვილთაშვილი და ოთხი შვილთაშვილის შვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:























