21:38 | 2020-05-04 ავტორი: თამთა თორდია

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა ლევან რატიანს სიმღერა მიუძღვნეს (ვიდეო)

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა ლევან რატიანს სიმღერა მიუძღვნეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა სიმღერა, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა ლევან რატიანს და სხვა ექიმებს მადლიერების ნიშნად მიუძღვნეს.

 

ვიდეოს თავად ლევან რატიანი საკუთარ facebook გვერდზე აზიარებს და წერს: „როგორ გამახარეთ“

 

„ამ სიმღერას, გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტები – ლია ხუნწარია და ანა ბაჯიაშვილი ვუძღვნით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს.

 

მათთან ერთად ყველა ჩვენს გულშემატკივარს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმტკიცეს.”

 

ავტორი: თამთა თორდია

X