
გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი, პროფესორი კრისტიან დროსტენი, რომელიც გერმანიაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლას სათავეში უდგას, მიიჩნევს, რომ კორონავირუსისთვის 2 კვირიანი კარანტინი ხანგძლივია.
ინფორმაციას Fortune ავრცელებს.
მისი თქმით, კორონავირუსის გამოვლენისთვის 5 დღე სრულიად საკმარისია.
„მნიშვნელოვანია კარანტინი მასობრივ ჩაკეტვაში არ გადაიზარდოს. აზრი არ აქვს სკოლების, სხვადასხვა სამუშაო ადგილების ჩაკეტვას 1-კვირაზე მეტი ხანგრძლივობით“, – ამბობს დროსტენი.























