
კორონავირუსით ესპანეთში 21 წლის ფეხბურთელი და მწვრთნელი ფრანცისკო გარსია გარდაიცვალა.
ესპანეთის ერთ-ერთი ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელს საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობისა და პნევმონიის ფონზე კორონავირუსი დაუდგინდა.
21 წლის ფეხბურთელი ლეიკემიით იყო ავად, რამაც ახალი კორონავირუსის ფონზე, მისი მდგომარეობა დაამძიმა და ფატალური შედეგი გამოიწვია.






















